საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში კატარის ახალდანიშნულ ელჩს შეხვდა. ისაუბრეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებზე. გამოითქვა თანამშრომლობის შემდგომი გააქტიურების მზაობა და ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.
აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს თბილისში გაიმართება პოლიტიკური კონსულტაციები ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სამომავლო თანამშრომლობის დღის წესრიგის განსაზღვრაში.