პრემიერსა და მთავრობის წევრებს დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ. სხდომა ამ წუთებში იწყება. კანონმდებლების წინაშე თავდაპირველად საგარეო საქმეთა მინისტრი წარდგება.
ინტერპელაცია საპარლამენტო კონტროლის ერთ-ერთი ფორმაა, როდესაც დეპუტატების მიერ გაგზავნილ შეკითხვას მთავრობის წარმომადგენელი პლენარულ სხდომაზე პასუხობს. ინტერპელაციისთვის 2 საათი და 45 წუთია განსაზღვრული.
ანა ბროლაძე დეტალებით.