საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა პარლამენტში

პარლამენტი დღეს ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენს. მოსმენა ამ წუთებში უნდა დაიწყოს. ილია დარჩიაშვილმა ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე გაფორმებულ შეთანხმებასთან დაკავშირებულ კითხვებს უნდა უპასუხოს. მინისტრი ისაუბრებს იმ მიზნებზე, რომელიც ამ დეკლარაციაშია ასახული.

უფრო კონკრეტულად, რა აინტერესებთ დეპუტატებს, თეონა მანაგაძე გვეტყვის.