საგარეო საქმეთა მინისტრის გზავნილები ეუთო-ს მინისტერიალზე

საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული დეზინფორმაციული კამპანია, გავლენები და მოლოდინი, ასევე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და დეოკუპაციის მნიშვნელობა – ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება ეუთო-ს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. 32 მინისტერიალი დღეს გაიხსნა და ორდღიანია. მონაწილეობას, 40-ზე მეტი ქვეყნის დიპლომატი იღებს. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც.