საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება

ქვეყნის პირველი დიპლომატი ამბობს, რომ დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ, აზერბაიჯანული მხარე ინფორმირებული იყო. დავით ზალკალიანის თქმით, ამ საკითხზე აზერბაიჯანელ კოლეგას ის თავად ესაუბრა.  მათ შორის, საკითხი დეტალურად იყო განხილული აზერბაიჯანელი კოლეგის თბილისში ვიზიტის დროსაც.  ზალკალიანის განმარტებით, დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიამ, ის კარტოგრაფიული რუკები და საერთაშორისო თუ ადგილობრივი ექსპერტების დასკვნები მოიპოვა,  რომლითაც დასტურდება, რომ 2006-2007 წლებში მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს ინტერესებით არ იყო გამყარებული. ზალკალიანის განცხადებით, კომისია მასალას ხელახლა განიხილავს.

დატოვე კომენტარი