საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება

მიხეილ სააკაშვილის გამო, უკრაინასთან ურთიერთობას საფრთხე არ  შეექმნება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის ელჩის საგარეო უწყებაში დაბარების შემდეგ განაცხადა. ზალკალიანი ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის განცხადება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა და დიპლომატისგან, სააკაშვილის პოზიციის დოკუმენტურად წარმოდგენა ითხოვეს.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს, მშვიდად უყუროს საქართველოს განადგურებასა და საბოლოო მოსპობას. „ნამდვილად ვიქნები ბრძოლის წინა ხაზზე“,- ამბობს სააკაშვილი.

დატოვე კომენტარი