საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება

18:05, 09.07.2019

უპასუხისმგებლო ნაბიჯებმა და ქმედებებმა ქვეყანა არ უნდა მიიყვანოს მდგომარეობამდე, რომელშიც რამდენიმე წლის წინ ვიყავით, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანამ, მძიმე ეკონომიკური შედეგები აიცილოს. ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკა დივერსიფიცირებულია და ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ევროპული ბაზარი გახსნილიყო.

მსგავსი