საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლა დუბროვნიკის ფორუმზე

12:01, 28.06.2026

თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკის თავისებურებები, მულტივექტორული დიპლომატიის როლი არსებულ გეოპოლიტიკურ რეალობაში და საქართველოს მნიშვნელობა დაკავშირებადობის მიმართულებით – ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დუბროვნიკის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკასა და ხედვებზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, დღეს, როდესაც ძალაუფლების ცენტრები მრავლდება და ეკონომიკური კონკურენცია სულ უფრო მეტად განსაზღვრავს საერთაშორისო პოლიტიკას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ქვეყნებს, რომლებიც არა დაყოფის, არამედ დაკავშირების ფუნქციას ასრულებენ. მინისტრმა ისაუბრა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზეც და ამ კონტექსტში ფორუმის მონაწილეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. მაკა ბოჭორიშვილი ევროინტეგრაციის პროცესს შეეხო და ბოლო წლების განმავლობაში ბრიუსელის პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებით, უსამართლო უწოდა. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ისაუბრა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სლოვენიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთანაც.

მსგავსი