საგარეო საქმეთა მინისტრის გამოხმაურება

ბალტიისპირეთის ქვეყნების კომპანიების მხრიდან რუსეთის „ჩრდილოვან“ ტანკერებზე ნავთობის გადატვირთვაში მონაწილეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. შეგახსენებთ, ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტურ გამოძიების მიხედვით, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის კომპანიები საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით რუსეთს ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებით ნავთობის ტრანსპორტირებაში ეხმარებიან. გამოძიების თანახმად, ყოველდღიურად რუსულ ტანკერებს ბალტიის ზღვის გავლით მილიარდობით დოლარის ნავთობი გადააქვთ.