საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით ავსტრიაში 

უნგრეთში გამართული უმაღლესი დონის შეხვედრების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, სამუშაო ვიზიტით ავსტრიაში გაემგზავრა.

მაკა ბოჭორიშვილი, ვენაში ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა. ცოტა ხნის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ავსტრიის ევროპულ და საერთშორისო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან, ბეათე მაინლ-რაინზინგერთან გამართა, სადაც ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილეს.