საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა. საუბარი შეეხო თანამშრომლობას და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების პოზიტიურ დინამიკას. მხარეებმა დადებითად შეაფასეს დაგეგმილი ვიზიტი ანკარაში, რაც, მათი თქმით, კარგი შესაძლებლობაა როგორც ორი ქვეყნის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივების, ისე რეგიონში განვითარებული პროცესების განსახილველად.