საგარეო საქმეთა მინისტრი მშვიდობის ფორუმზე
ოკუპაციის მძიმე შედეგები და მისი გავლენა ბავშვებზე – მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს უმთავრეს გამოწვევაზე სასაუბროდ კიდევ ერთი საერთაშორისო პლატფორმა გამოიყენა.
პარიზის მშვიდობის ფორუმის ფარგლებში, გამართული პანელური დისკუსია, რომელიც ბავშვთა უფლებების დაცვაზე იყო ორიენტირებული, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოზარდებს და მათ დარღვეულ უფლებებზე საუბარს დაუთმო. სიტყვით გამოსვლაში ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ რეგიონებში განათლების უფლების დარღვევაზე, რუსულენოვანი სწავლების იძულებით თავს მოხვევაზე და ომით ბავშვებისთვის მიყენებული ზიანის დაძლევაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ახალი თაობისთვის მშვიდობისა და უსაფრთხო მომავლის უზრუნველსაყოფად, მსოფლიოს ერთიანი ძალისხმევისკენ მოუწოდა.
„მოამბე“ პარიზიდან – მაკა ბოჭორიშვილის გამოსვლის ძირითად აქცენტებს ანა ბროლაძე გაგვაცნობს.