საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მალტის სუვერენული ორდენის ელჩს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და მალტის სუვერენულ ორდენს შორის არსებულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის მიმართულებებს. მაკა ბოჭორიშვილმა მადლიერება გამოთქვა მალტის სუვერენული ორდენის მიერ საქართველოში გაწეული მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული და საქველმოქმედო საქმიანობისთვის. მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების ხელშეწყობისთვის მზაობა გამოთქვეს.