უმაღლესი განათლების რეფორმას, რომელმაც საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია, იუნესკოს გენერალურ ასამბლეაზე განიხილავენ.
სამარყანდში მიმდინარე კონფერენციაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენს, რომელიც ხვალ დაგეგმილ პოლიტიკურ დებატებზე სიტყვით გამოვა. მაკა ბოჭორიშვილი იუნესკოსთან თანამშრომლობაზე, ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე და განათლების საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას. ხვალვე უზბეკეთის დედაქალაქში მიმდინარე სესიის ფარგლებში ქართული პავილიონი გაიხსნება – წარმოდგენილი იქნება კულტურული მემკვიდრეობის და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები, მათ შორის, სტუმრები გაეცნობიან ქართული ქვევრის ღვინის დამზადების უძველეს ტექნოლოგიას და ქართუ პოლიფონიურ მუსიკას.