საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა – ისაუბრეს მხარეებს შორის ისტორიულ მეგობრობასა და რეგიონსა და მსოფლიოში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე. განიხილეს ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ტურიზმის, კულტურის, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების კუთხით. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.