საგარეო საქმეთა მინისტრი გაერო-ში გაემგზავრა

საგარეო საქმეთა მინისტრი ნიუ იორკში, გაერო-ს ქალთა სტატუსის კომისიის 69-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. მაკა ბოჭორიშვილი დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს. საგარეო უწყების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში მინისტრი შეხვედრას გამართავს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის პრეზიდენტთან, ფილემონ იანგთან. ასევე, სესიის ფარგლებში მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ქალთა სტატუსის კომისიისა და პეკინის დეკლარაციის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ მაღალი დონის ღონისძიებებში.