საგარეო საქმეთა მინისტრი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე

გაერო-ს გენერალურ ასამბლეას ესწრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც. ამჯერად, მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით მდგრადი განვითარების სამიტზე გამოვიდა. მისი განცხადებით, მიუხედავად რეგიონში არსებული გამოწვევებისა, საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად იზრდება და ხორციელდება სტრატეგიული პროექტები — მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და ანაკლიის პორტი. ბოჭორიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება მშვიდობიანი პოლიტიკის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიმართ.