საგარეო საქმეთა მინისტრმა ფინეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ფინეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
დავით ზალკალიანმა მათ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ინფორმაცია მიაწოდა. აღნიშნა არაერთი ინიციატივა თუ პროექტი, რომლის განხორციელებაც სამინისტროს ქართული დიასპორის გასაძლიერებლად და მხარდასაჭერად აქვს დაგეგმილი.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართული საკვირაო სკოლების მნიშვნელობას, დიასპორის წარმომადგენლებმა კმაყოფილება გამოთქვეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით საკვირაო სკოლების სახელმძღვანელოს შექმნის გამო, რომლის პრეზენტაციაც ახლო მომავალში გაიმართება.