გლობალური გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები – მსოფლიო გეოპოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებზე მომდევნო ორი დღის განმავლობაში ხორვატიაში იმსჯელებენ.
დუბროვნიკის ფორუმი გაიხსნა. დიალოგის საერთაშორისო პლატფორმაში სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები და საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობენ. მათ შორის არის საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი. მაკა ბოჭორიშვილი ხვალ პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვა, ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან.