საგარეო საქმეთა მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს შეხვდა

15:23, 06.10.2026

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აჰმედ ალ-ნუაიმის შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები. აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობა. ყურადღება ასევე გამახვილდა საინვესტიციო და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობის დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე.

მსგავსი