საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა

ხვალ თბილისი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებს. რიგით მერვე მინისტერიალი, ძირითადად დაეთმობა სამი ქვეყნის თანამშრომლობას ტრანსპორტისა და ენერგეტიკის საკითხებში.

ხელი მოეწერება ასევე საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას. აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია მათი შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

დატოვე კომენტარი