სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია. სომეხი დიპლომატი ქართველ კოლეგას შეხვდა, სადაც სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, საზოგადოებისთვის ერთობლივი განცხადება გააკეთეს. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა, მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ასევე რეგიონის კეთილდღეობისა და სტაბილურობისთვის. მირზოიანი დღეს ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა, ამ წუთებში კი – შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტთან მართავს. 16 საათზე დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.