საგარეო საფრთხეებზე და გამოწვევებზე პარლამენტში იმსჯელეს

რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარე რთული მოლაპარაკების პროცესის მიმართ ოპტიმისტური პროგნოზია თბილისში. ამ პოზიციას ხელისუფლება ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან ბოლო დღეებში სწორედ საქართველოზე გაკეთებული განცხადებებით იმყარებს.

ჟენევაში, ბრიუსელსა და ახლა უკვე ვენაში გამართული შეხვედრები ქართულ მხარეს არწმუნებს, რომ აშშ და ნატო მოსკოვთან კომპრომისზე წასვლას არ აპირებენ და ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვას გამორიცხავენ. რა სამუშაოები ჩაატარა მოლაპარაკებების დაწყების წინ საგარეო უწყებამ იმისთვის, რომ საქართველოს პოზიციები მაქსიმალურად დაცული და აქტუალური ყოფილიყო – დღეს საგარეო და თავდაცვის უწყებებმა პარლამენტს ანგარიში ჩააბარეს. მინისტრების მოადგილეებმა ოპოზიციისგან არაერთი შენიშვნა მიიღეს.

 

დატოვე კომენტარი