თბილისში განხილვის თემაა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, საქართველოსთან დაკავშირებით რასა იუკნევიჩიანეს მიერ წარდგენილი პროექტი. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათთვის ნალებად საინტერესოა რასა იუკნევიჩიანეს გზავნილები. ხელისუფლების ოპონენტები კი – აცხადებენ, რომ ევროკავშირიდან გაკეთებულ მწვავე განცხადებებზე, პასუხისმგებელი „ქართული ოცნებაა“. გუშინ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, საქართველოში მიმდინარე მოვლენები განიხილეს, ასევე, დეპუტატმა რასა იუკნევიჩიანემ საქართველოს შესახებ პროექტი წარადგინა. დოკუმენტში საუბარია „დემოკრატიული უკუსვლის გაძლიერებაზე, რუსეთზე დამოკიდებულებაზე, ანტიევროპული კამპანიის წარმოებაზე, რეპრესიულ კანონებზე, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობასა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაზე“. ანგარიშის მიხედვით, „სანქციები უნდა დაწესდეს დემოკრატიულ უკუსვლაზე და გაფრთხილებაა, რომ ქვეყანას უვიზო მიმოსვლა, შესაძლოა, შეუჩერდეს“. მოთხოვნებს შორის არის დაკავებული ჟურნალისტისა და აქტივისტების გათავისუფლება და ბოლო პერიოდში მიღებული კანონების გაუქმება.