საგარეო გამოწვევები და პრიორიტეტები

15:12, 09.08.2021

საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია და რუსული საფრთხის თავიდან არიდება, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის კვლავ მთავარ პრიორიტეტად რჩება. უწყებამ დღეს 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა. სამინისტროს პრიორიტეტები საზოგადოებას დავით ზალკალიანმა გააცნო. საგარეო პოლიტიკის მთავარ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე პრემიერმაც ისაუბრა და მთავარ პრობლემად ოკუპაცია, მთავარ მიზნად კი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია დაასახელა.

მსგავსი