საგანმანათლებლო ვიზიტი რეგიონებში

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სტუდენტებისთვის კულტურულ-საგანმანათლებლო ვიზიტი გაიმართა. ორდღიანი ტურის ფარგლებში, სტუდენტებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია. ტურები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პროექტის ფარგლებში ეწყობა და მას ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი ახორციელებს.