საგანმანათლებლო ტური

დღეს, 20 აგვისტოს, ქართველი მხატვრის, ფოტოგრაფის, ხელოვნებათმცოდნეს, მეცნიერისა და სტერეო-კინოს ერთ-ერთი პირველი გამომგონებლის – დავით კაკაბაძის დაბადების დღეა. იუბილესთან დაკავშირებით,  ეროვნულ გალერეაში, საგანმანათლებლო პროგრამები და შემეცნებითი ტურები გაიმართა, რომლებიც ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის იყო განკუთვნილი.

დავით კაკაბაძე 1889 წლის 20 აგვისტოს, ხონის მუნიციპალიტეტში დაიბადა და 1952 წელს გარდაიცვალა.