პარლამენტის დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, ახალციხის მერი ვარლამ წიკლაური და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრნენ. ღონისძიება პროექტის – „მე რომ ჩემს სოფელს ან ქალაქს დავუბრუნდე, რა პროფესიას ავირჩევდი – წარმატების მიღწევა მშობლიურ კუთხეშიც შესაძლებელია“ – ფარგლებში გაიმართა. მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა თავიანთი ქალაქისა და სოფლების განვითარებასთან დაკავშირებით შექმნილი პოსტერები წარმოადგინეს და სტუმრებს საკუთარი ხედვები გაუზიარეს. ხელმძღვანელმა პირებმა მოსწავლის, ლიკა გელაშვილის ნახატების გამოფენაც დაათვალიერეს.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარეებს პროექტში მონაწილეობისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ.