საგანმანათლებლო კამპანია

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ საგანმანათლებლო კამპანია „ყოველი წვეთი ძვირფასია“ შეაჯამა და გამარჯვებულები დააჯილდოვა.

პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა. პირველი ეტაპის ფარგლებში, კამპანიაში თბილისის 100 საჯარო და კერძო სკოლა, 100 პედაგოგი და 2 500-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო.  გარდა ამისა, 200-ზე მეტმა მოსწავლემ სპეციალური სასწავლო ტურების ფარგლებში პირადად მოინახულა თბილისის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული ობიექტები. მიმდინარე ეტაპზე, საკონკურსო პერიოდის განმავლობაში, საგანმანათლებლო ონლაინ პლატფორმაზე 30 000-ზე მეტი აქტივობა დაფიქსირდა, უდიდესი კონკურენციის შედეგად გამოვლენილი 10 გამარჯვებული კი საზეიმოდ დაჯილდოვდა.