საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები

18:30, 26.09.2025

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

სოფელ გვარაში თანამედროვე სტანდარტების ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, რომელიც 105 აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში, მოეწყო თანამედროვე ინფრასტრუქტურა, საბავშვო ატრაქციონები და ქვიშის მოედანი. ობიექტი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ომარ ასლანიძის სახელობის სოფელ ჯიხან-ჯურის საჯარო სკოლას, რომელიც 400 მოსწავლეზეა გათვლილი. განახლდა საკლასო ოთახები, სპორტდარბაზი, ბიბლიოთეკა, ლაბორატორიების კაბინეტები, სააქტო დარბაზი და სხვა სივრცეები. სასწავლო პროცესი განახლდა სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლაშიც, რომელიც 250 მოსწავლეზეა გათვლილი. განხორციელდა შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოწესრიგდა ტერიტორია. პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში, დაწყებულია სპორტული და სააქტო დარბაზების სრული რეაბილიტაცია. სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე  გაეცნო.

მსგავსი