საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები

18:42, 25.06.2026

თბილისში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები გრძელდება. სამუშაოები მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე თბილისის №23 საჯარო სკოლაში, ასევე 102 სკოლაში. თბილისის №23 საჯარო სკოლაში პროექტი ითვალისწინებს ისტორიული შენობის სრული რეაბილიტაციას, შიდა სივრცეების, სააქტო დარბაზის, სამზარეულოსა და საკლასო ოთახების განახლებას. სკოლა 1 500 მოსწავლეზეა გათვლილი, ხოლო პროექტის ღირებულება 14.8 მილიონ ლარს აღემატება. თბილისის №102 საჯარო სკოლაში კი ხორციელდება არსებული შენობის სრული რეაბილიტაცია, ენერგოეფექტური გადაწყვეტილებების დანერგვა, ფასადის განახლება და თბოიზოლაცია, შიდა სივრცეების რესტავრაცია და ეზოს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. სკოლა 180 მოსწავლეზეა გათვლილი და პროექტის ღირებულება 9.4 მილიონ ლარს შეადგენს.

მსგავსი