საგანმანათლებლო ღონისძიება 

ისტორიული რაბათის ციხეში, „ფორტ ბოიარდის“ მსგავსი თამაში გაიმართება, თუმცა ცნობილი ანალოგისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში ყველა შექმნილი ბარიერი სამეცნიერო ხასიათის იქნება. თამაშს ექნება საგანმანათლებლო გასართობი ფორმა, რომლის მონაწილეებიც, – ადგილობრივი სკოლის მოსწავლეები, – ამოხსნიან სამეცნიერო აღმოჩენებს ისეთი პრაქტიკული დავალებების მეშვეობით, რითიც ისინი განივითარებენ კვლევისთვის საჭირო უნარებს.