საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამა

„ჯიპას“ ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლამ ლაიოლასა და დეპოლის უნივერსიტეტების ლექტორებს უმასპინძლა.

ციფრული მედიის პროგრამისა და დისტანციური სწავლების ფაკულტეტების ხელმძღვანელები საქართველოში ჩიკაგოდან საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ჩამოვიდნენ. ისინი ლექციებს, ტრეინინგებსა და კონსულტაციებს ორი კვირის განმავლობაში საქართველოს ათ უნივერსიტეტში პროფესორებისთვის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ატარებენ. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მედია განათლების პროგრამას საქართველოში 2011 წლიდან ახორციელებს. პროგრამაში მონაწილება უკვე 150-ზე მეტმა ჟურნალისტმა მიიღო.