საგანი „თავდაცვა და უსაფრთხოება“ საპილოტე რეჟიმში შეისწავლება

მომავალი წლიდან საგანი „თავდაცვა და უსაფრთხოება“ 14 საჯარო სკოლაში საპილოტე რეჟიმში შეისწავლება.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ დროისთვის სამინისტროს, ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სპეციალისტების ჩართულობით მიმდინარეობს აღნიშნულ საგანზე მუშაობა და ის თავდაპირველად მოსწავლეებს ელექტრონული სახით მიეწოდება.