საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტატუსი იცვლება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტატუსი იცვლება.

მთავრობამ შესაბამისი ცვლილებები პარლამენტს დღეს ბიუროს სხდომაზე წარუდგინა.

ცვლილებებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გადადის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში, რომელიც ანგარიშვალდებული პრემიერ-მინისტრისა და შს სამინისტრის წინაშე იქნება.

კანონპროექტით, უცვლელი რჩება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრუქტურა, თუმცა მის ფარგლებში სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო შეიქმნება, რომლის ძირითადი ფუნქცია სამოქალაქო უსაფრთხების სფეროში სახელმწიფო მომსახურების გაწევა იქნება. ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 2019 წლის პირველი იანვრიდან ექნება სასწავლო ცენტრიც, რომელიც სამსახურში მისაღები პირებისა და მოქმედი მოსამსახურეების სპეციალურ პროფესიულ მომზადება/გადამზადებას განახორციელებს.

დატოვე კომენტარი