საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევა

საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის 108 ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში. კომენდანტის საათის წესების დაუმორჩილებლობისათვის – 78, ორმეტრიანი დისტანციისა და სამზე მეტი პირის შეკრებისთვის კი – 24 ადამიანი დაჯარიმდა. თვითიზოლაციის დარღვევის ერთი ფაქტი გამოვლინდა.

შეგახსენებთ, დაწესებული წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული – 15 000 ლარით ჯარიმდება.