საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ფაქტები

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 85 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ  24 აპრილის 21  საათიდან, 25 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 65 მოქალაქე დააჯარიმა. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე, კიდევ 20 პირი დაჯარიმდა. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ფიზიკური პირის 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 15 000 ლარით ჯარიმდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.