საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამკაცრებული შეზღუდვები

ამ წუთებში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებს. ახალი რეჟიმი ხუთი წუთის წინ, საღამოს ცხრა საათზე ამოქმედდა და დილის ექვს საათამდე გაგრძელდება. დროის ამ მონაკვეთში იკრძალება ქუჩაში ფეხით ან მანქანით გადაადგილება. გარდა იმ დაწესებულების თანამშრომლებისა, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. ე.წ. კომენდანტის საათის დროს მხოლოდ აფთიაქები იმუშავებს.

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დილის 8 საათიდან ფაქტობრივად საკარანტინე რეჟიმია გამოცხადებული. აკრძალულია სამზე მეტი ადამიანის შეკრება, გაჩერებულია მეტრო, მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობა, არ სრულდება საქალაქთაშორისო რეისები. ნებადართულია მხოლოდ ტაქსით და საკუთარი ავტომობილით გადაადგილება, ისიც გარკვეული რეგულაციების დაცვით. ქალაქების შესასვლელებთან მოწყობილია საკონტროლო-გამშვები პუნქტები, სადაც თავდაცვისა და საპოლიციო ძალები გადაადგილებას მკაცრად აკონტროლებენ.

დატოვე კომენტარი