საგანძურის დაცვის საინიციატივო ჯგუფის წევრების განცხადება

საგანძურის დაცვის საინიციატივო ჯგუფის წევრებმა, მხატვარმა შოთა გლურჯიძემ და ნინო მიქიაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.

საინიციატივო ჯგუფის წევრები 2019 წლის 7 მარტს, განათლებისა და კულტურის სამინისტროს შენობაში, საპატრიარქოსა და ეროვნულ მუზეუმს შორის გაფორმებული მემორანდუმის ბათილად ცნობას ითხოვენ. მათი თქმით, ეს მემორანდუმი კანონსაწინააღმდეგოა და საგანძურის  დაყოფას გამოიწვევს.

საინიციატივო ჯგუფის წევრები დღეს პრემიერ-მინისტრს და პატრიარქს ოფიციალური წერილით მიმართავენ, გაბათილდეს აღნიშნული მემორანდუმი.

კულტურის სამინისტროს ამ ეტაპზე საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია.