საგამოძიებო კომისიის სხდომა

დილიდან საგამოძიებო კომისიამ ვალერი გელაშვილს მოუსმინა. იმსჯელეს ყოფილი დეპუტატის ცემის საქმეზე. გელაშვილმა მაშინ განვითარებული მოვლენები დეტალურად გაიხსენა და თქვა, რომ ყველაფერი 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაიწყო, რადგან ყოფილი პრეზიდენტი ავლაბარში მისი კუთვნილი სახლით დაინტერესდა, რადგან ავლაბრის რეზიდენციის აშენება სურდა.

ვალერი გელაშვილის თქმით, მხარეებს შორის შეთანხმება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან დაირღვა, რაზეც საჯაროდ საუბარი დაიწყო და მისი ცემა გელაშვილის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის პირადი ანგარიშსწორება იყო.