საგამოძიებო სისტემის რეფორმა

პირველ დეკემბერს მომხდარი შემზარავი მკვლელობის გამო,  შინაგან საქმეთა სამინისტროში ცვლილებები იწყება.

რეფორმირების პროცესი უწყების საგამოძიებო ნაწილს შეეხება და გამომძიებლების დამოუკიდებლობის ზრდას ისახავს მიზნად. გახარიას უწყება კანონპროექტს მთავარ პროკურატურასთან ერთად ამზადებს. რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კონკრეტული საქმის გამომძიებლების და მათი ზედამხედველი პროკურორების დუბლირებული ფუნქციებია.

ამ კუთხით გამოვლენილ ხარვეზებს მთავარი პროკურორიც ადასტურებს, რომელიც თანამდებობაზე დანიშვნიდან საჯაროდ პირველად გამოჩნდა. კანონპროექტის პარლამენტში გაგზავნამდე საგამოძიებო უწყებების პირველი პირები რეკომენდაციებს ელოდებიან.