საგამოძიებო სამსახურმა სამი პირი დააკავა

15:15, 11.09.2026

სამ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე სამი პირი დააკავეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა. ერთ შემთხვევაში, თელავის მერიის მუნიციპალური სერვისცენტრის თანამშრომელმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული სპეცტექნიკით მიწის ნაკვეთზე სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ, მოქალაქეს უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა 500 ლარი. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მეორე სისხლის სამართლის საქმეზე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, დაკავებულია „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ ზოოვეტერინარი. მან თანხის სანაცვლოდ, ლაბორატორიული გამოცდის ოქმები გასცა. მესამე შემთხვევაში კი, კახეთში, სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულმა ექიმმა, მოქალაქეს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად უკანონოდ დაუმზადა და გადასცა ყალბი რეცეპტი. ეს დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი