საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ივლისში სხვადასხვა სახის დანაშაულებრივი ქმედება გამოავლინა.
საქმე ეხება განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის, დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის და უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტებს. უწყებამ, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დანაშაულით, ჯამში ხუთი პირი დააკავა. საქმე ეხება ათი ათასობით ლარის ღირებულების უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვას, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის მხრიდან – საბაჟო კონტროლისგან მალულად, 57 გრამზე მეტი საიუველირო ნაკეთობების გადმოტანას და სავალდებულო ნებართვის გარეშე, ვალუტის გაცვლითი ოპერაციების წარმოებას.
გამოძიებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლებით მიმდინარეობს.