საგამოძიებო მოქმედებები ზუგდიდში 

უკვე მეორე დღეა პოლიცია ზუგდიდში ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულს ეძებს.

მძევლებთან ერთად ბანკის შენობის დატოვების შემდეგ მისი კვალი სავარაუდოდ, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მიმდებარე ტყეში იკარგება. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლების გამოკითხვა გრძელდება. გამოძიება არ გამორიცხავს, რომ თავდამსხმელს თანამზრახველები ჰყოლოდა.

რა ეტაპზეა გამოძიება, გიორგი კობერიძე გაგვაცნობს.