საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის ოფისში გვიან ღამემდე მიმდინარეობდა ჩხრეკა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ასოციაციის თავმჯდომარის მიერ ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების ფაქტს იძიებს. ამოღებულია ოფისში არსებული დოკუმენტაცია.
საგამოძიებო სამსახურში ადასტურებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები უწყების მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით მიმდინარეობს. საავტორო უფლებების ასოციაციის თავმჯდომარე კი გამოძიებას მიზანმიმართულ კამპანიას უწოდებს. საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდიან ინფორმაციას.