საგამოძიებო მოქმედებები რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში

რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც გუშინ ხანძარს ორი პატიმარი ემსხვერპლა, სახელმწიფო ინსპექტორი იმყოფებოდა. საქმეზე გამოძიებას სწორედ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აწარმოებს. საუბარია სახანძრო უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შესაძლო შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, რამაც ორი პატიმრის გარდაცვალება გამოიწვია.