სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, 20 ივნისის საქმეზე რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დღეს ადგილზე იმყოფებოდნენ დაზარალებულები, რომელთა უშუალო ჩართულობით 2019 წლის მოვლენების აღდგენა მოხდა. დღეს საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა სამმა დაზარალებულმა მიიღო – მათ შორის იყვნენ მედიის წარმომადგენლებიც. შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.