საგამოძიებო მოქმედებები პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის ოფისში

15:19, 19.08.2026

ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა. ირინა მუდრას ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობის. ადგილზე უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის წარმომადგენლები იმყოფებიან. კორუფციის ბრალდებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში ასევე ფიგურირებს უკრაინის პარლამენტის დეპუტატი, ვადიმ სტოლარი. ამასთან, უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოაქვეყნა სავარაუდო დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრების სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერების ფრაგმენტი. ორგანიზაციასთან, სავარაუდოდ, დაკავშირებული არიან რამდენიმე დეპუტატი და პრეზიდენტის ოფისის თანამდებობის პირები. ოპერაციას „ფორესტ გამპი“ ეწოდა.

მსგავსი