საგამოძიებო მოქმედებები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში

გამოძიება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიით ინტერესდება.

დაკავებულია კომპანიის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი. მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ორ თანამშრომელთან ერთად კორუფციულ გარიგებებს ედავებიან. საგამოძიებო მასალების მიხედვით, მითითებული პირები ტენდერებში მონაწილე და გამარჯვებულ კომპანიებთან უკანონო გარიგებებს დებდნენ, მათ სატენდერო პირობებს წინასწარ აცნობდნენ, გამარჯვების შემდეგ კი მათ დარღვევებზე რეაგირებას არ ახდენდნენ. გამოძიება ამტკიცებს, რომ სანაცვლოდ ისინი სატენდერო თანხის ნაწილს იღებდნენ. სქემაში ფიგურირებს ტენდერში გამარჯვებული რამდენიმე კომპანია, მათ შორის ერთ-ერთი, ოპოზიციონერი დეპუტატის ნათესავია.