ამ წუთებში ბლოგერისა და აქტივისტის, დოდი ხარხელის სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. საგამოძიებო მოქმედებებს თავად დოდი ხარხელი და მისი მეუღლე ესწრებიან. აქტივისტის ახლობლები და მეგობრები მის სახლთან არიან შეკრებილები. მათი განმარტებით, დოდი ხარხელი პოლიციამ მას შემდეგ აიყვანა, რაც მან შვილი საბავშვო ბაღში დატოვა და შემდეგ სამართალდამცველებმა სახლში წაიყვანეს. ამასთან, ოჯახის წევრების თქმით, ამ დროს დოდი ხარხელის საცხოვრებელ ბინაში მისი არასრულწლოვანი შვილიც იმყოფებოდა, რომელმაც სახლი ცოტა ხნის წინ დატოვა. შსს-ს განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებები ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მიმდინარეობს. უწყების განმარტებით, ბლოგერი დაკავებული არ არის და არც ყოფილა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური დეპარტამენტის პოლიცია. ვითარება პერიოდულად იძაბება აქ შეკრებილ მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის.